пятница, 14 августа 2015 г.




ყალბი სუნამო - როგორ დავიცვათ თავი მათი შეძენისგან?


ეს მტკივნეული საკითხი სუნამოს გურმანებს მას შემდეგ აწუხებთ, რაც პარფიუმერებმა დაიწყეს თავიანთი შედევრების რეალიზება. გაყალბებული სუნამოს ყიდვა არა მარტო ფულის სანაგვე ყუთში გადაყრაა. ეს არის ასევე უსიამოვნო განცდა, რომ მოგატყუეს, სულში ჩაგაფურთხეს.როგორ დავიცვათ თავი მსგავსი პრობლემებისგან? ეს სტატია განახლებული სახით შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემს ახალ სუნამოს ბლოგზე ყალბი სუნამო - ისწავლე სუნამოს შემოწმება ექსპერტის 7 რჩევით.


 მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით.
მითი 1–ელი: სუნამო უნდა შეიძინო მხოლოდ მაღაზიაში. ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის, ამ შემთხვევაშიც გამოყენებადია. მაღაზიაშიც ადვილად შეხვდებით ფეიკს ანუ გაყალბებას, მათ ასევე მიეკუთვნება სუნამოს ტესტერი. თუ თქვენ "გენიალური ცხვირი" არ ბრძანდებით, მარტო გარეკანის დათვალიერებით ვერას გახდებით.
ორიგინალი ქარხნული წარმოების სუნამოს ყუთზე გარკვევით აწერია მწარმოებლისა და კომპანია–დისტრიბუტორის სახელწოდება. ქარხნის ზუსტი მისამართი. შტრიხ–კოდების იდენტურობა. აუცილებლად უნდა იყოს დატნეული სუნამოს კომპოზიციის სრული შემადგენლობა, გარდა იმისა, რაც თავად პარფიუმერს, მის ავტორს დაცული აქვს, როგორც საავტორო საიდუმლო. 



2. ფერი. სუნამოს ფერი არ უნდა იყოს მღვრიე და არ ქონდეს ნალექი.

3. სურნელი. შესხურების შემდეგ, 2–3 დღეშიც სუნა
მომ არ უნდა შეიცვალოს ნატურალური სურნელი – ის არ უნდა "ამჟავდეს", არ უნდა გადავიდეს მომწრო სუნში.

4. მდგრადობა. კარგ სუნამოს რა თქმა უნდა ახასიათებს ეს მაჩვენებელი, ოღონდ მთლად ამაზეც დაციკვლა არ შეიძლება. საქმე იმაშია, რომ გამყალბებლები წარმოებაში იყენებენ სინთეტიკურ ინგრედიენტებს, რომლებიც ზრდიან მდგრადობას, მაგრამ ასეთ პარფიუმს სულ მოკლე ხანში ეცვლება სურნელი – ის გადადის მომწრო სუნში. ასე რომ ასეთი სურნელით ნამდვილად ვერავის მოაწონებთ თავს. ორიგინალი სუნამო ფრანგული პარფიუმერიის სკოლის თანახმად იხსნება 3 ეტაპად ანუ ნოტებად –


 TOP საწყისი ნოტა – მისი შეყნოსვისას ხდება ასე ვთქვათ, "ერთი ნახვით შეყვარება". ჩვეულებრივ, ეს ციტრუსოვანი, მსუბუქი და ჰაეროვანი ნოტებია. მაგრამ გამყალბებლები, მომხმარებელს სუნამო რომ მოაწონონ, თავში იყენებენ "მომაჯადოებელ" კომპოზიციებს. ეს ისეა, როცა ალფონსი ცდილობს ქალს თავი მოაწონოს პირველივე იერიშით, იმიტომ რომ პირველი სიმპათიის მეორედ მოხდენის შანსი არ ექნება. 





მე–2 ნოტა – HEART - სურნელის გული, აქ მჟღავნდება სუნამოს ხასიათი, მისი ქარიზმა. და ბოლოს Base - საბაზისო ნოტა. მას პარფიუმერები კიდევ უწოდებენ სუნამოს გამამაგრებელს. აქ კონცენტრირებულია ხის, მცენარეების, მაგალითად პაჩულის ან კედრის ინგრედიენტები. ან ცხოველური წარმოშობის კომპოზიცია – ამბრა, მუსკუსი და ა.შ. ზუსტად აქ იმალება სუნამოს მდგრადობის ერთ ერთი საიდუმლო.


5. პროდუქციის რეალიზების ხერხები.
იმის გამო, რომ ბოლო დროს მთელს მსოფლიოში გახშირდა სუნამოს გაყალბების შემთხვევები, მოდის სახლები, დიზაინერები და პარფიუმერები ცდილობენ მაქსიმალურად დაიცვან თავიანთი პრესტიჟი და რა თქმა უნდა შემოსავლები, ვინაიდან გამყალბებლები მათ ყოველწლიურად ართმევენ მილიონიან მოგების კუშს.
ამასთან დაკაშირებით, ზოგიერთი ბრენდი უკვე გადადის პირდაპირი გაყიდვების მეთოდზე. კომპანია–მწარმოებელი აცსადებს ვაკანსიებს სუნამოს რეალიზების კონსულტანტებზე. მიდის მათი მაღალ დონზე გადამზადება მასტერ–კლასებისა და ტრენინგების გზით.

ასევე მიმდინარეობს პროდუქციის სრული ლოგისტიკა – კომპანია ყოველთვის საქმის კურსშია, სად და რომელ სადისტრიბუციო საწყობში წავიდა პროდუქტის მორიგი პარტია. კომპანიის სტილისტი–პარფიუმერები კი ხელს უწყობენ იმას, რომ მომხმარებელი აუჩქარებლად და ყურადღებით გაეცნოს მისთვის სასურველ სუნამოს. ამისათვის სტილისტ–პარფიუმერს მუდამ თან აქვს პროფესიონალი პარფიუმერების მიერ შექმნილი ქეისი სუნამოს ყველა საჭირო სინჯით. ასეთი სახით, მომხმარებელს საშუალება აქვს წინასწარ გაეცნოს და დარწმუნდეს პროდუქციის მაღალ ხარისხში.




6. ვინ არის მწარმოებელი, ანუ ორიგინალ პარფიუმერიაში ყოველთვის იგულისხმება ფრანგული სუნამოები, ან საფრანგეთში წარმოება?
გლობალიზაციამ, ყველა სიკეთესა და უკეთურობასთან ერთად მოიტანა ასეთი მდგომარეობა ბიზნეს–სამყაროში: ჩვენს დროში უბრალოდ შეუძლებელია წარმოებამ ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას მოიყაროს თავი. მაღალმა კონკურენციამ, სამუშაო ადგილების შემცირებამ, საფასო პოლიტიკისა და მომხმარებლისთვის უფრო სიმპათიური ფასების შესათავაზებლად, პარფიუმერებს უწევთ სხვა და სხვა ხერხებს მიმართონ. მაგ: პროდუქციის წარმოება გადადის იმ კონტინენტზე და სახელმწიფოში
, სადაც უნდა მოხდეს მისი საბოლოო რეალიზება. მაგალითად ასეთ ხერხს მიმართავენ უკვე DIOR, CHANEL, LACOSTE, VERSACE და სხვა ცნობილი ბრენდები.
ასევე უნდა შევეხოთ ისეთ თემას, როგორიცაა, ახალი ბრენდების დაბადება, მათი მოსვლა პარფიუმერულ ბაზარზე. არენაზე გამოჩნდნენ ნიჭიერი, ახალი თაობის პარფიუმერები, რომლებთაც ძალუძთ მაქსიმალურად ასიამოვნონ საკუთარ მომხმარებელს ყველა მიმართულებით. ერთ ერთ ასეთ კომპანიებს ნათელ მაგალითს წარმოადგენენ კომპანია "ლამბრე", " რივ გოში", ორიფლეიმი", (თუმცა ისინი უკვე 40 წელზე მეტია ბაზარზე არიან). "ეივონი. ახლახანს გამოჩნდა საკმაოდ ძლიერი მოთამაშე – ბრენდი, რომლის სახელწოდებაა CIEL parfum (სიელ პარფიუმი). ბრენდი შექმნილია 25–ზე მეტი ლეგენდარული ძველი და ახალი თაობის ფრანგი და რუსი პარფიუმერების თაოსნობით. მათი 120–ზე მეტი შექმნილი შესანიშნავი სუნამოდან ოცმა საერთაშორისო პარფიუმერულ კონკურსებზე პირველი ადგილები აიღო ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციებში.
ისინი ამზადებენ მაღალკვალიფიციურ კადრებს – სტილისტ–პარფიუმერებს, რომლებიც ამთავრებენ კომპანიაში არსებულ უმაღლეს სასწავლებელს და გადაეცემათ სპეციალური დიპლომი–სერტიფიკატი. ასეთი დონის მომზადებული დამოუკიდებელი ექსპერტები დიდ სამსახურს უწევენ თანამედროვე მომხმარებელს – პერსონალურად ურჩევენ მათ ისეთ პროდუქტს, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებებს. ასეთი სახის სერვისი, დაგვეთანხმებით იშვიათია მაღაზიებში – იქერთ კლიენტს დიდ დროს ვერავინ ვერ დაუთმობს. ასეთია უფროსობის პოლიტიკა.



7. და ბოლოს არანაკლებ მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემა ჩვენი რეგიონის მომხმარებლისთვის: ღირებულება.
როგორ უნდა იქნეს ფასი ისე განსაზღვრული და დაბალანსებული, რომ ფასიც ხელმისაწვდომი იყოს მყიდველთა უმრავლესობისთვის და ამავე დროს ხარისხი არ იყოს დაბალი. ვინაიდან შეუძლებელია მაღალი ხარისხის ექსკლუზიური სუნამო კაპიკები ღირდეს. თანამედროვე პარფიუმერებმა და მარკეტოლოგებმა მიაგნეს ოქროს შუალედს.
როგორც ცნობილია, სუნამოს ფასი მომდინარეობს სხვა და სხვა კომპონენტებისგან. მაგალითად, ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, რომ ცოცა მაღაზიაში იძენს ახალ არომატს, ფასში ის იხდის მაღაზიის ქირისა თუ მისი პრესტიჟული ადგილმდებარეობის, თანამშრომლების, შუამავლების და რაც ყველაზე აძვირებს პროდუქტის ფასს – რეკლამაში. მაგალითად, თუ სუნამოს ღირებულებაა 200 ლარი, აქედან 10%–ია თავად სითხე ანუ თავად სუნამო. 10% შუამავლების ფასნამატი. 40% მაღაზიის ფასნამატი, და ბოლოს ყველაზე მთავარი 40% – რეკლამის ფასი. თუ აქედან მოვაშორებთ მაღაზიის,შუამავლებისა და რეკლამის გამანადგურებელ ფასნამატს, ჩვენ ვღებულოთ შესანიშნავ სუნამოს პირდაპირ ქარხნის ფასად! კარგი იდეააა, რას იტყვით? არაფერსაც – "მომეცით 3 სუნამო იტყვის აღფრთოვანებული 



                                                           მომხმარებელი და ცეკვა ცეკვით გაფრინდება შინ.
უღრმეს მადლობას გიხდი ძვირფასო მკითხველო, რომ გაუძელი და ბოლომდე წაიკითხე ეს მემუარი! გჯეროდეს, – ეს სტატია არაერთი საათის კლავიატურაზე ჩემი წვალების შედეგია( ძალიან ნელა ვბეჭდავ). თანაც ეს არ არის სადმე გადმოწერილი და გადმოკოპირებული მასალა. მე თავად ვმუშაობდი ცნობილი ფრანგი პარფიუმერების გვერდი გვერდ. ეს არის თავის დროზე სერიოზულ მასტერ–კლასებზე თავდაუღალავი შრომის და პარფიუმერიის სამყაროსადმი დიდი სიყვარულის შედეგი. სანამ ამ სტატიას ვამზადებდი ჩემმა 2 წლის ონავარმაც საკმაოდ დამქანცა ( მთელი დღე მე ვიყავი მისი ძიძა. ცნობისთვის, მე მამაკაცი ვარ. ზოგმა მკითხველმა იმის გამო, რომ ამ გვერდზე მე და ჩემი ძვირფასი ცოლი ვართ საკუთარი გვარებით წარმოდგენილი, არ იცის ვინ ესაუბრება სტატიების მეშვეობით:). ასე რომ მაპატიეთ, თუ რამოდენიმე ორთოგრაფიული შეცდომა გამეპარა! მე მგონი ახლაც გაიპარა:) 
დროებით! წინ გელით ჩვენგან საინტერესო ვიქტორინები და სახალისო, თქვენთვის არაერთი პრიზის მომტანი აქციები! ყურადღებით ადევნეთ თვალი, რომ არ გამოგრჩეთ თქვენთვის რამე მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება! გააზიარეთ და დაალაიქეთ თუ გულწრფელად მოგწონთ ჩვენი მოკრძალებული ნაშრომები!





2 комментария: